რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 394 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 394 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 398 534 ადამიანი გადის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4 086 090 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 78 825 პაცენტი გარდაიცვალა.