რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 953 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 480 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 953 შემთხვევა გამოვლინდა, 480 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
20 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 139 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 679 000-ს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 82 396 პაციენტი გარდაიცვალა.