რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 9 200 ადამიანს დაუდასტურდა.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 119 პაციენტი კი გარდაიცვალა. ასეთია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ქვეყნდება.
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 272 043 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 537 ადამიანი. კორონავირუსისგან განიკურნა 63 166 ინფიცირებული.