რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7729 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 109 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7729 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“ სულ დაუდგინდა 584 680 ადამიანს.
ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 236 858 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 109 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 8 111 პაციენტი.