რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7729 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 109 პაციენტი

12:36, 21.06.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7729 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“ სულ დაუდგინდა 584 680 ადამიანს.

ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 236 858 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 109 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 8 111 პაციენტი.

მსგავსი