რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6198 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაკეთდა.
ამრიგად, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 87 147-ს შეადგენს, გარდაიცვალა 794 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაიღუპა 50 პაციენტი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოჯანმრთელდა 7346 ადამიანი.