უკვე მეცხრე დღეა, რუსეთში ყოველდღიურად კორონავირუსული ინფექციის 7 000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ვლინდება.
რუსეთის კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ-19“ 6 632 ადამიანს დაუდასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 674 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 168 ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსული ინფექციით დაღუპულების საერთო რიცხვმა კი, 10 027-ს მიაღწია.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ 446 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.