რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 632 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 632 ადამიანს დაუდასტურდა

უკვე მეცხრე დღეა, რუსეთში ყოველდღიურად კორონავირუსული ინფექციის 7 000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ვლინდება.

რუსეთის კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ-19“ 6 632 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 674 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 168 ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსული ინფექციით დაღუპულების საერთო რიცხვმა კი, 10 027-ს მიაღწია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ 446 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

დატოვე კომენტარი