რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 24 818 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 734 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 734 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 24 818 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
8 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 707 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 143 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 140 775 პაციენტი გარდაიცვალა.