რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 19 290 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 456 პაციენტი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 19 290 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ ინფიცირების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 3 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 456 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“-ით 69 918 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის რუსეთში მკურნალობას 518 009 ადამიანი აგრძელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 3 150 763 ადამიანი გამოჯანმრთელდა.