რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19“ 28 717 პირს დაუდასტურდა, ვირუსით 984 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 984 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის განმავლობაში რუსეთში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 28 717 პირს, 21 801 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
13 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 861 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 916 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 219 329 პაციენტი გარდაიცვალა.