რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 936 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 936 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის განმავლობაში რუსეთში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 27 246 პირს, 20 566 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
8 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 717 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 819 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 214 485 პაციენტი გარდაიცვალა.