რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 159 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 5 159 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 144 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 861 423 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 351 ადამიანი.
კოროვირუსისგან რუსეთში 661 471 ადამიანი განიკურნა.