რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8 600-ს გადააჭარბა
რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8 600-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 175 ადამიანს დაუდასტურდა.
როგორც ოპერატიულ შტაბში განმარტავენ, ბოლო დღე ღამეში რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა.
ახალი კორონავირუსი დაფიქსირებულია რუსეთის 81 რეგიონში. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 580-ს შეადგენს. 63 ადამიანი გარდაიცვალა.