რუსეთში აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვის რეგიონში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს
რუსეთში აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვის რეგიონში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „რადიკალი ისლამისტების ბინიდან ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“.
გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ვლადიმირის ოლქში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარმოშობით, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი სახელმწიფოდანაა.