რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთმა სირიიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა დაიწყო.
ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს სირიაში ყოფნისას გააკეთა.
სირიიდან სამხედრო შენაერთების გაყვანის დაწყების შესახებ განცხადება პუტინმა გასულ წელსაც გააკეთა, თუმცა მაშინ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდა.
კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება რუსული შენაერთების სრულად გაყვანას, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ ეს სირიაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.
რუსეთისა და სირიის ლიდერები ერთმანეთს ლატაკიის სიახლოვეს რუსულ ავიაბაზაზე შეხვდნენ.