რუსეთმა უკრაინის საზღვართან, სამხრეთის სამხედრო ოლქში, რეგულარული წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა
რუსეთმა უკრაინის საზღვართან, სამხრეთის სამხედრო ოლქში, რეგულარული წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო სწავლება ასევე გაიმართება ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. გარდა ამისა, დონბასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში. წვრთნებისთვის პოლიგონებზე გადაყვანილია 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები სულ მცირე ექვს სხვადასხვა რეგიონში 30 საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართება, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მდებარე რუსული ბაზების პოლიგონებზე.
ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინა, ნატო და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების უჩვეულო გადაადგილებისა და უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო.