რუსეთმა უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა თავდასხმა
ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით დაესხა თავს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ბინაში კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა, ზოგან კი, მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.