BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა Telegram-ის აპლიკაცია დაბლოკა
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა Telegram-ის აპლიკაცია დაბლოკა

რუსეთმა შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის მედიამარეგულირებელმა Telegram-ის დაბლოკვა მოითხოვა, რადგან კომპანიამ დაშიფვრის გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა.

როგორც BBC წერს, გასაღებების გადაცემის ბოლო ვადად 4 აპრილი იყო დაწესებული.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გასაღებებზე წვდომა ტერაქტების პრევენციის მიზნით, მოითხოვა.

შეტყობინებების აპლიკაცია გამოიყენება რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში და 200-ზე მეტი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.