რუსეთმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაკარგა
სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაში რუსეთმა პირველი ადგილი დათმო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დასაჯეს.
რუსეთს ჩამოერთვა მამაკაცთა შორის ბიატლონის ესტაფეტაზე მოპოვებული ოქრო, რის შემდეგაც სოჭის ოლიმპიადაზე ამ გუნდის მონაგარი გახდა 10 ოქრო, 9 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. რუსები მედლების ცხრილში პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოვარდნენ. ლიდერი გახდა ნორვეგია – 11 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო. მეორეზე გადავიდა კანადა – 10 ოქრო, 10 ვერცხლი, 5 ბრინჯაო.
რუსეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა სოჭის 2014 წლის თამაშები 12 ოქროთი, 11 ვერცხლითა და 9 ბრინჯაოთი დაასრულა, მაგრამ ცნობილი დოპინგ-სკანდალების შემდეგ, მასპინძლებს ორ-ორი ოქრო და ვერცხლი ჩამოართვეს.