რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს 500“ გამოსცადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სისტემის შემოწმების დროს გარკვეული პრობლემები გამოვლინდა, რომლის აღმოფხვრა სწრაფად მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ეს 500“-ის შემოწმების პროცესი უკვე დასრულებულია. რუსეთის ხელისუფლება შეიარაღებაში „ეს 500“-ის მიღებას ოფიციალურად 2020 წელს გეგმავს.
„ეს 500“ შორ მანძილზე მოქმედი უნივერსალური სისტემაა, რომელსაც სარაკეტო თავდაცვის გაზრდილი პოტენციალი აქვს. სისტემას მოწინააღმდეგის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე გავლენის მოხდენა ფრენის შუა და ბოლო პერიოდში შეუძლია.