რუსეთის საზღვაო ძალებმა დაიწყო ყველაზე მასშტაბური სწავლება Ocean-2024, რომელიც ხუთ ზღვაში ჩატარდება.
ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცხადებით, წვრთნების მიზანია ოპერატიული მზადყოფნის და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების შემოწმება.
წვრთნები ჩატარდება წყნარ და არქტიკულ ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვებში.
არსებული ინფორმაციით, Ocean-2024-ში ჩართული იქნება რუსეთის საზღვაო ძალების 400-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, წყალქვეშა ნავი, დამხმარე ფლოტის გემები, 120-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, დაახლოებით 7 000 ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობა, 90 000-ზე მეტი პერსონალი.