რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შესაბამის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს კანადის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პრაქტიკაზე პასუხია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. შავ სიაში კანადელი მაღალჩინსონები, ბიზნესმენები, აქტივისტები, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა პირები არიან.

რუსეთის სასანქციო სიაში მოხვდნენ ცნობილი მსახიობი, კომიკოსი ჯიმ ქერი და ცნობილი მწერალი მარგარეტ ეტვუდი, სიაშია ასევე სტეპან ბანდერას შვილიშვილი, ჟურნალისტი სტეფან ბანდერა.

მანამდე, კანადამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.