რუსეთმა იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში განახორციელა
რუსეთმა იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში განახორციელა

რუსეთმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში განახორციელა. დაღუპულია სულ მცირე 30-მდე მებრძოლი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სარაკეტო იერიში „ჯებჰატ ან-ნუსრას“ პოზიციაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავის, „სუ 25“-ის მიმართულებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საშუალებით ცეცხლი გახსნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირების შესახებ ინფორმაცია გადასცა, თუმცა ის მეამბოხეებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა.