რუსეთმა სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა დაბლოკა
რუსეთმა სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა დაბლოკა

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა, რომელსაც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უნდა ემსჯელა, დაბლოკა.

„ჩვენ ამ შეხვედრის ჩატარების ვერავითარ ახსნას ვერ ვხედავთ, რადგანაც ადამიანის უფლებები უშიშროების საბჭოს განაწესში არ შედის“, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენადი კუზმინმა.

რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ყველაზე დიდი საერთაშორისო მოკავშირეა.

სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით დისკუსიისთვის შეხვედრა საფრანგეთმა და კიდევ ექვსმა წევრმა ქვეყანამ მოიწვია. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დარგში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ზაიდ რაად ალ ჰუსეინის გამოსვლაც იგეგმებოდა.

რუსეთის მხარდამხარ შეხვედრის დაბლოკვას ხმა მისცეს ჩინეთმა, ბოლივიამ და ყაზახეთმა. შეხვედრის ჩატარების მომხრეები კი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, აშშ, პერუ და ქუვეითი იყვნენ.