რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შავ სიაში“ მოხვდნენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ბრიტანული კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც კიევს ეხმარებიან, ასევე, ანტირუსული პოზიციის მქონე ექსპერტები და პუბლიცისტები.

უწყების ცნობით, სასანქციო სიის გაფართოება ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების ფარგლებში მოხდა.

რუსეთის სანქციების სიაში მოხვდა რამდენიმე თავდაცვითი კომპანიის ხელმძღვანელი, ასევე, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი ნაიჯელ გულდ-დევისი და გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მიმომხილველი.