რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცვლილი რუსი სამხედროები კურსკის რაიონში იყვნენ ტყვედ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული. ზელენსკის თქმით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.