რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავებით ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს
რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავებით ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავებით ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თან ახლდნენ რუსული Su-30SM და Su-35S გამანადგურებლები.

საჰაერო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების TU-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომდამშენებისა და ჩინეთის არმიის საჰაერო ძალების Hun-6k-ს ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებისგან, განახორციელა საჰაერო პატრულირება ჩუკოტკის, ბერინგის ზღვებისა და ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის წყლებზე.

ფრენის დროს რუსულმა და ჩინურმა ეკიპაჟებმა შეიმუშავეს ურთიერთქმედების საკითხები საჰაერო პატრულირების ყველა ეტაპზე ერთობლივი ოპერაციების ახალ არეალში. რუსული და ჩინური თვითმფრინავების ერთობლივი ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე მეტი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავებს პატრულირებისას სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, თუმცა მარშრუტის გარკვეულ ეტაპებზე საჰაერო ჯგუფს თან ახლდა უცხო ქვეყნების ავიგამანდგურებლები.

„ღონისძიება ჩატარდა 2024 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის განხორციელების ფარგლებში და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.