რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვიცე-პოლკოვნიკმა მიტკო ბორისოვმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტორს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რუსეთის გადაწყვეტილება სოფიიდან რუსი დიპლომატის გამოძევებას უკავშირდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ნოტა რუსეთში ბულგარეთის ელჩს გადაეცა, რომელიც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
19 დეკემბერს ბულგარეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე გააძევა, რომელსაც ბრალი ჯაშუშობაში დასდეს. ის მეექვსე რუსი დიპლომატი გახდა, რომელიც ბულგარეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოაძევეს.