რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ევროკავშირის ქვეყნები 97 მილიარდი ევროთი დაზარალდნენ
კიელის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ღირებულებამ 2014-2015 წლებში 97 მლრდ ევრო შეადგინა.
ეს არის ზარალი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციებით მიიღეს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დაზარალდნენ.
მიღებული ფინანსური დანაკარგის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ სანქციების პოლიტიკით რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ და აიძულებენ რუსეთს შეასრულოს მინსკის შეთანხმება.