რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.
ლიდერები თანხმდებიან, რომ ვითარების დასტაბილურება პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით უნდა მოხდეს.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე განაგრძობს შუამავლობას და კონსულტაციებს გაუწევს მხარეებს, კერძოდ კი, საზღვარზე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს მთიან ყარაბაღში ვითარებასთან დაკავშირებით და 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმების განხორციელების დეტალებზე.