რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთის 16 რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით კრიტიკული მდგომარეობაა
რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთის 16 რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით კრიტიკული მდგომარეობაა

რუსეთის 16 რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით კრიტიკული მდგომარეობაა, – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

ინფომრაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გოლიკოვას თქმით, 16 რეგიონში საავადმყოფოები გადავსებულია და სამედიცინო დაწესებულებებში საკმარისი ადგილები აღარ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსით დაზარალებულ ურალის რეგიონში სამხედრო ექიმებსაც გაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ ამ რეგიონის ექიმებმა რუსეთის პრეზიდენტს დახმარებისთვის საჯაროდ მიმართეს.

რუსეთში დღეს „კოვიდ -19“-ით 320 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 26 589 ადამიანი.