რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ პატრუშევმა ალჟირელ კოლეგასთან, ნურედდინ მაქრისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი სპეცოპერაციის მიზანი უკრაინაში არ არის კიევის რეჟიმის შეცვლა, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ დასავლეთში, არამედ გენოციდისგან ხალხის დაცვას, უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას წარმოადგენს“, – განაცხადა პატრუშევმა.
ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, „რუსეთის სამხედრო ოპერაცია წარმოადგენს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ კიევის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საპასუხო რეაქციას“.