რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის მომავალზე იმსჯელებენ
რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის მომავალზე იმსჯელებენ

მოსკოვში ე.წ. „ტრაიადა“ სირიის საკითხებზე მორიგ შეხვედრას გამართავს. რუსეთის, თურქეთისა და ირანის პირველი დიპლომატები სირიაში მიმდინარე პროცესებსა და სირიის არაბული რესპუბლიკის მომავალზე იმსჯელებენ.

სერგეი ლავროვი, ჯავად ზარიფი და მევლუთ ჩავუშოღლუ ასტანის მოლაპარაკებების ფარგლებში ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ.

2017 წლის სექტემბერში ასტანაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები დეესკალაციის ზონების შექმნაზე შეთანხმდნენ, რის საფუძველზეც სირიის კონფლიქტის დეესკალაცია უნდა მომხდარიყო. თუმცა დეესკალაციის ზონებმა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულმა ზავმა არ გაამართლა.