რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი - უკრაინელები ბახმუტთან ახლოს წარუმატებელ თავდასხმებს ახორციელებენ
უკრაინელები წარუმატებელ თავდასხმებს ახორციელებენ ბახმუტთან ახლოს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან რუსეთის ჯარების თავდაცვითი ხაზის გარღვევა სცადეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ დონეცკის ცენტრალურ ხაზთან“, – ამბობს კონაშენკო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბახმუტის სამხრეთით მყოფმა რუსულმა ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს უკრაინული ძალების თავდასხმა ბახმუტთან მდებარე რამდენიმე დასახლებაში.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ.