რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული

დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მხრიდან მობილური ტელეფონის გამოყენებას უკავშირებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტორმა მოწინააღმდეგეს მისცა საშუალება, განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად, მაკეევკაში 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მოსკოვში აცხადებენ, რომ სკოლის შენობას, რომელიც სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, ამერიკული სისტემა „ჰაიმარსის“ ოთხი რაკეტა მოხვდა. რაკეტების ქობინების აფეთქებამ შენობის ჭერი ჩამოანგრია.