რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში უკრაინის ძალების იერიშის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში უკრაინის ძალების იერიშის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაში, რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე უკრაინის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა დარტყმა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სისტემებიდან განახორციელეს.

თავის მხრივ, ოკუპანტების დისლოკაციის ადგილზე განხორციელებული დარტყმის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბიც ავრცელებს. კერძოდ, გენშტაბის ცნობით, 31 დეკემბერს მაკეევკაში უკრაინელმა დამცველებმა სამხედრო ტექნიკის ათი ერთეული გაანადგურეს, ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგი კი ჯერ კიდევ ზუსტდება.

მანამდე გავრცელებული ცნობებით, მაკეევკაში, რუსეთის ძალების დისლოკაციის ადგილზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.