რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიამ კურსკის რეგიონში 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის არმიის დანაკარგები ბოლო ერთ დღეში ამგვარად გამოიყურება: ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი, 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა „ემ 777“, 155-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კრაბი“ და 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცა „დე-20“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთში შეჭრის შემდეგ უკრაინის არმიამ, საერთო ჯამში, 900-ზე მეტი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა.
რუსეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართულია დაჯგუფება „სევერი“, რეზერვები, საარმიო ავიაცია და არტილერია.