რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზზე ხუთი მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, თუმცა რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზზე ხუთი მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, თუმცა რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე ხუთი მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, თუმცა რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის არმიის დანაყოფებმა შეტევა დონეცკის რეგიონში დაიწყეს და შეტევაში სულ ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი იყო ჩართული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევა ფრონტის ყველაზე დაუცველ სექტორზე.

მოსკოვში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის არმიამ 250 ჯარისკაცი, 16 ტანკი, სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანმანქანა დაკარგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან ინფორმაცია არ გავრცელებულა.