რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.

აღნიშნულ თავდასხმაში რუსეთმა ბრალი „კიევის რეჟიმს“ და „ბრიტანელ სპეციალისტებს“ დასდო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რადგანაც რუსულ მხარეს არ აქვს საშუალება იმ სამოქალაქო ხომალდების უსაფრთხოების გარანტია გასცეს, რომლებიც ინიციატივაში მონაწილეობენ.

რუსეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ კიევში და „პრიმიტიული რუსული შანტაჟი“ უწოდეს.

„რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერში ჩანს. ბირთვული, სასურსათო, ბირთვული შანტაჟი… მონაგონი „ბინძური ბომბის“ შესახებ, რომელსაც მთელ მსოფლიოში დასცინიან. გამოგონილი ტერაქტები მათ ობიექტებზე. ყველაფერი არის მარტივი და პროგნოზირებადია. ეს არის დამნაშავეების აგონია, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ და მათი დრო მთავრდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

შეგახსენებთ, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმება 22 ივლისს, თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა.