უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დილით უკრაინამ სევასტოპოლის მიმართულებით იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაზიანებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი, მათ შორის „ივან გალუბეცი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სევასპოტოპოლზე თავდასხმა, ბრიტანელი სპეციალისტების მეთაურების მეშვეობით განხორციელდა.

სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაზე კომენტარი კიევში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.