რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბელგოროდის დასაცავად გეგმაა შემუშავებული
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი აცხადებს, რომ ბელგოროდის დასაცავად გეგმა უკვე შემუშავებულია.
როგორც ბელოუსოვი აცხადებს, კურსკში უკრაინელების შეტევის ფონზე ბელგოროდის ოლქში დამატებით სამხედრო ძალებს გაგზავნის.
მისივე თქმით, რუსეთის გენშტაბში გეგმა უკვე მომზადებულია.
„უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება სამხედრო შენაერთების მართვის სისტემის ეფექტურობის გაზრდას და ასევე, დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოყოფას, რომლებიც მიმართული იქნება ძირითადი ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ბელოუსოვმა.
ცნობისთვის, დღეს ბელგოროდში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინელთა მხრიდან გამუდმებული სროლისა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების გამო ბელგოროდში ვითარება უკიდურესად მძიმეა.