რუსეთის შსს - 2019 წელს რუსეთის მოქალაქეობა დონბასის 220 ათასმა მცხოვრებმა მიიღო
რუსეთის შსს - 2019 წელს რუსეთის მოქალაქეობა დონბასის 220 ათასმა მცხოვრებმა მიიღო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქეობა დონბასის 220 ათასმა მცხოვრებმა მიიღო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიცხვი იზრდება.

მათივე ინფორმაციით, საბუთების მიღების პუნქტებში ყოველდღიურად 1500 განაცხადი შედის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, დონბასის მცხოვრებლები რუსეთში მოქმედი სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ, ასევე შეძლებენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას.

2019 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერს განკარგულებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული სქემით იღებენ.