რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე, ბელგიის პროკურატურამ ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე, ბელგიის პროკურატურამ ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე, ბელგიის პროკურატურამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლში და მის ოფისში ბრიუსელში, პარლამენტის შენობაში.

მედიის ცნობით, ჩხრეკა ჩარევის, პასიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის საქმის ნაწილია და ეხება რუსეთის ჩარევას, რომლის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს მიმართეს და „ევროპის ხმის“ საინფორმაციო ვებგვერდზე რუსული პროპაგანდის ხელშეწყობისთვის ფულს აძლევდნენ.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტის თანამშრომელმა „მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამაში“.

ევროკავშირმა „ევროპის ხმის“ და კიდევ სამი რუსული მედიის მაუწყებლობა მიმდინარე თვეში აკრძალა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ისინი კრემლის კონტროლს ექვემდებარებოდნენ და სამიზნეში იღებდნენ „ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში“.