რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე ათამდე დარტყმა განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე ათამდე დარტყმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე ათამდე დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, სალტივკას რაიონში 22 დაშავებულია, ხოლო ნემიშლიანსკის რაიონში – ექვსი. დაშავებულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებიც და მცირეწლოვანიც.

მერის განცხადებით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა კერძო დასახლება. შედეგად, ეზოებსა და სუპერმარკეტს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრი.