რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კუპიანსკის დასახლებას ორი მართვადი საავიაციო ბომბი ესროლეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასში. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ძალისხმევა დონეცკის და ლუგანსკის სრული ოკუპაციისკენ არის მიმართული. დონბასში ბოლო ერთ დღეში 30-მდე შეტაკება მოხდა.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნები 15-ჯერ დაბომბა, ასევე გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა. უკრაინელმა სამხედროებმა 15 ფრთოსანი რაკეტა და 17 ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.