რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს მასშტაბურ კიბერთავდასხმებში გერმანიის ხელისუფლებაც ადანაშაულებს
რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს მასშტაბურ კიბერთავდასხმებში გერმანიის ხელისუფლებაც ადანაშაულებს.
როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ჰაკერულ ჯგუფ APT28-ის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სამმართველო (ყოფილი სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო ГРУ) დგას.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება ეყრდნობა შეგროვებული ფაქტებისა და წყაროების სისტემის ერთობლიობას. ამას გარდა, ბერლინში ამბობენ, რომ სრულად ენდობიან ბრიტანული და ჰოლანდიური უწყებები ინფორმაციას.
გერმანია მკაცრად გმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავისი მოკავშირეების დაწესებულებებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებს და მოუწოდებს რუსეთს, აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.
მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტამ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო არაერთხელ ახორციელებდა კიბერთავდასხმებს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, კომპანიებზე, მედიასაშუალებებსა და სპორტულ ორგანიზაციებზე მთელს მსოფლიოში.
მოგვიანებით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის კიბერთავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, აშშ-მა კიბერთავდასხმებში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს შვიდი თანამშრომელი დაადანაშაულა, რომელთაგან ოთხი აპრილში ნიდერლანდებიდან გააძევეს, სამს კი უკვე ედებოდა ბრალი აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერულ თავდასხმაში.
რუსეთს ანალოგიური ბრალდება კანადამაც წაუყენა, რომლის ინფორმაციითაც, რუსეთის მხრიდან კიბერშეტევის სამიზნე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლური ქვეყნების განცხადებებს „ჯაშუშომანია“ უწოდა.