რუსეთის საგარეო უწყებაში სერგეი ლავროვის შესაძლო გადადგომას უარყოფენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ზახაროვამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„სიმართლე გითხრათ, შემოგდებულ თემას ჰგავს. ვფიქრობ, RTVI-ს ეს პუბლიკაცია „ფეიკის“ მაგვარია. შესაძლოა, არა განზრახული, არამედ უყურადღებობით გამოწვეული. თუმცა, ვინ იცის…“, – წერს მარია ზახაროვა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია RTVI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებს და მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ შევა.