რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსეთში თურქეთის ელჩმა დასავლეთის მხრიდან ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციის მცდელობები გააკრიტიკეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსეთში თურქეთის ელჩმა დასავლეთის მხრიდან ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციის მცდელობები გააკრიტიკეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიხაილ გალუზინისა და ტანჟუ ბილგიჩის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საგარეო უწყებაში შეხვედრის ინიციატორი თურქი დიპლომატი იყო.
„შეხვედრაზე განიხილეს არაერთი აქტუალური საკითხი, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ორმხრივი ინტერესი გამოითქვა რიტმული მუშაობის გაგრძელების მიმართ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ ფარგლებში (რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოსთვის „ღია კარით“), როგორც ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ძირითადი ფაქტორისადმი. ხაზგასმული იყო მხარეთა კრიტიკული შეფასება „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებზე, მოახდინოს დაძაბულობა ამ რეგიონში და დესტაბილიზაცია საკუთარი ოპორტუნისტული ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.