რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს
რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს

მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„რუსეთის ფედერაციის ქონების ამოღება არამართლზომიერია და არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, მათივე თქმით, „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ რუსული უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების კონფისკაციას გარდაუვლად მოჰყვება ადეკვატური და ეფექტური ზომები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და გაყინეს თავიანთ ბანკებში არსებული რუსული აქტივები.